მთავარი კალათბურთი დღეს, სპორტის რაინდი ლევან მოსეშვილი 80 წლის გახდებოდა

დღეს, სპორტის რაინდი ლევან მოსეშვილი 80 წლის გახდებოდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
44 ნახვა

დღეს, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი 80 წლის გახდებოდა.

მოსეშვილი 1940 წლის 23 მაისს თბილისში დაიბადა.

მომავალში სახელოვანი კალათბურთელი თბილისის ,,დინამოს” ძირითად გუნდში 19 წლის ასაკში 1959 წელს მოხვდა და მთელი ცხოვრება ამ გუნდში გაატარა.

ლევან მოსეშვილი თბილისის ,,დინამოს” ღირსებას კალათბურთელის რანგში 13 წელი.1959-1972 წლებში იცავდა.
მან 1962 წელს თბილისურ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასი აღმართა.
1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1969 წელს კი საბჭოთა კავშირის თასი დაისაკუთრა.
მოსეშვილი ,,დინამოში” 3-ჯერ საკავშირო პირველობის ვიცეჩემპიონი და ერთხელ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ლევან მოსეშვილი საბჭოთა კავშირის ნაკრებში 1963-64 წლებში გამოდიოდა. ქართველმა კალათბურთელმა 1964 წლის ტოკიოს  ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საკალათბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მოსეშვილმა ხელი მწვრთნელობას მიჰყო და
1972–2003 ,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 1977 წელს საკავშირო პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.
მოსეშვილი სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია.

მოსეშვილი ღირსების ორდენის კავალერი გახლავთ. მას ასევე 2012 წელს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
დიდებული კალათბურთელი 2015 წელს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედლით დაჯილდოვდა.

ლევან მოსეშვილი 80 წლის ასაკში ორიოდე თვის წინ 5 მარტს გარდაიცვალა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი