მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული გიორგი მელია: ,,ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მაქვს ერთადერთი მიზანი –  ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა”

გიორგი მელია: ,,ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მაქვს ერთადერთი მიზანი –  ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
20 ნახვა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქის” გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მისი მიზანი

ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა იქნება.

მელია კორონავირუსის პანდემიის ჟამს სხვა სპორტსმენების მსგავსად ვარჯიშებს სახლის პირობებში ატარებს. იგი ძირითადად სახლშია და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას ერიდება.

– როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– პანდემიის პირობებში რა თქმა უნდა, ვცდილობ მაქსიმალურად დავიცვა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები. ძირითადად სახლში ვარ და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას ვერიდები.

– ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ძნელია ოპტიმალური სპორტული ფორმის შენარჩუნება.  როგორც ყველა სპორტსმენს, მეც ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით მიწევს.  მაქსიმალურად ვცდილობ, სახლის პირობებში არსებული შესაძლებლობები სრულყოფილად გამოვიყენო.

– რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით მაქვს ერთადერთი მიზანი –  ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა. ამ მიზნის მისაღწევად უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ.

24 წლის სამტრედიელი ფალავანი  გიორგი მელია ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახლავთ.  მან პლანეტის პირველობაზე ოქროს მედალი 2016 წელს საფრანგეთის ქალაქ მაკონში მოიპოვა.
2016 წელს მელიამ ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო.
მელიას საერთაშორისო ტურნირებზე  არაერთი მედალი აქვს დასაკუთრებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი