მთავარი ჭიდაობაბერძნულ-რომაული იაკობ ქაჯაია: ,,ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო”

იაკობ ქაჯაია: ,,ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო”

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

,,ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო.” – აცხადებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ,,ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ბლიც-ინტერვიუში.

ქაჯაია უკვე ორი თვეა სახლის პირობებში ვარჯიშობს. იგი
ამბობს, რომ ამდენი დრო ოჯახთან დიდი ხანია არ გაუტარებია.

როგორ ცხოვრობ პანდემიის რთულ პირობებში, რა სირთულეებს აწყდები?
– სპორტული რეჟიმიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში, თითქმის მუდმივად შეკრებებზე და შეჯიბრებებზე მიწევდა ყოფნა. მენატრებოდა სახლი. ამდენი დრო ოჯახის წევრებთან ერთად დიდი ხანია, არ გამიტარებია.

ახერხებ თუ არა სპორტული ფორმის შენარჩუნებას?
– უკვე ორი თვეა ხალხის პირობებში ვვარჯიშობ. ერთი დღეც კი არ ჩამიგდია. ასე ვცდილობ სპორტული ფორმის შენარჩუნებას და ველოდები შეზღუდვების მოხსნას.

რა გეგმები გაქვს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით?
– ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს აუცილებლად საუკეთესო სპორტულ ფორმაში უნდა შევხვდე.
რაც შეეხება გეგმას, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, რომ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოვიპოვო.

მძიმეწონოსანი ქართველი მოჭიდავე 2019 წლის მინსკის ევროპული თამაშების ჩემპიონია.
იაკობ ქაჯაია მსოფლიოს ვიცეჩემპიონის ტიტულს ატარებს
ევროპის ჩემპიონატებზე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი