მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი დიასამიძის ,,შახტიორმა” დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და სამეულში შევიდა

გიორგი დიასამიძის ,,შახტიორმა” დიდი ანგარიშით გაიმარჯვა და სამეულში შევიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ბელარუსის უმაღლეს ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში გიორგი დიასამიძის ,,შახტიორმა” შინ, სოლიგორსკში ,,ბელშინა” 4:0 გაანადგურა.

დიასამიძე მასპინძელთა საატარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე მთელი პირველი ტაიმი ითამაშა.
მეორე ნახევარში კი მის ნაცვლად ავსტრიელი დარკო ბოდული შეიყვანეს, რომელმაც ,,ბელშინას” განადგურებას წერტილი დაუსვა.
იქამდე კი დუბლი დმიტრი პოდცრელოვმა შეასრულა.
ერთი გოლი კი რომან ბოგუნოვმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ გიორგი დიასამიძის გუნდმა 18 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აღზევდა.

,,შახტიორი” მორიგ მატჩს 30 მაისს, დედაქალაქ მინსკი გამართავს.
,,მეშახტეები” ,,დინამოს” დაუპირისპირდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი