მთავარი მსოფლიოგერმანია ,,დორტმუნდმა” ,,ბაიერნთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

,,დორტმუნდმა” ,,ბაიერნთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ გერმანიის ბუნდესლიგაში 27-ე ტურის ტურის 4 მატჩი დასრულდა.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ,,ფოლცვაგენ არენაზე” ,,ვოლფსბურგმა” დორტმუნდის ,,ბორუსიას” უმასპინძლა.

ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ,,დორტმუნდმა” მეტოქეს აჯობა და შინ 3 ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდება.

,,ბორუსიამ” ,,მგლებს” თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა და 2:0 გაიმარჯვა.

ანგარიში 32-ე წუთზე ბელგიელ ტორგან აზარის პასით პორტუგალიელმა რაფაელ გერერომ გახსნა.
გერერომ განახლებულ ბუნდესლიგაში უკვე მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში ,,ვოლფსბურგს” წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა მეკარე რომან ბიურკისთან პირისპირ დარჩენილმა რენატო სტეფანმა ბურთი ხარიხას გაარტყა.

78-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ინგლისელმა იადონ სანჩომ საგოლე გადაცემა მიითვალა. ბრიტანელის პასი მაროკოელმა აჩრაფ ჰაკიმმა შეირგო და ,,მგლების” კარი აიღო.

82-ე წუთზე ,,ვოლფსბურგი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. მსაჯმა მასპინძლებს სიმულაციისათვის ფელიქს კლაუსი გაუძევა.

,,დორტმუნდმა” ამ გამარჯვების შემდეგ თავი 57 ქულას მოუყარა და ლიდერ ,,ბაიერნს” ერთი ქულით ჩამორჩება.
ბავარიელები ტურის შეხვედრას დღეს ფრანკფურტის ,,აინტრახტთან” ჩაატარებენ და 4-ქულიანი სტატუსკვოს აღდგენას შეეცდებიან.

,,ვოლფსბურგს” ამ წაგების შემდეგ 39 ქულა დარჩა და მე-6 ადგილზე იმყოფება.

,,ვოლფსბურგი” 0:2 ,,დორტმუნდი”
32′ გერერო (0-1), 78′ ჰაკიმი (0-2)
გაძევება: 82′ კლაუსი (,,ვოლფსბურგი”)

,,გლადბახი” 1:3 ,,ლევერკუზენი”
7′ ჰავერცი (0-1), 52′ ტიურამი (1-1), 58′ ჰავერცი პენ. (1-2), 81′ ბენდერი (1-3)

,,ფრაიბურგი” 0:1 ,,ვერდერი”
19′ ბიტენკურტი (0-1)
გაძევება: ბარგფრედე (,,ვერდერი”)

,,პადერბორნი” 1:1 ,,ჰოფენჰაიმი”
4′ სკოვი (0-1), 9′ სრბენი (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი