მთავარი მსოფლიოგერმანია გოლების წვიმა მიუნხენში – ,,ბაიერნმა” ,,აინტრახტი” დაამარცხა

გოლების წვიმა მიუნხენში – ,,ბაიერნმა” ,,აინტრახტი” დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის დღევანდელი დღის დასკვნით შეხცედრაში მიუნხენის ,,ალიანს არენაზე” ,,ბაიერნმა” უხვგოლიან შეხვედრაში ფრანკფურტის ,,აინტრახტი” 5:2 დაამარცხა.

ბავარიელებმა პირველ ნახევარში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ანგარიში მე-17 წუთზე თომას მიულერის პასით ლეონ გორეცკამ გახსნა.

41-ე წუთზე თავი გატანილი გოლით თავად თომას მიულერმა გამოიჩინა.  ამჯერად საგოლე გადაცემა კანადელმა ალფონსო დევისმა გააკეთა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ 32-ე წამზე ,,ბაიერნის” პოლონელმა ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ იხეირა. მან კინდლი კომანის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მეტოქის კარში თავით გადაგზავნა. ეს გოლი მიმდინარე ბუნდესლიგაში ლევანდოვსკისთვის 27-ე გახლავთ. პოლონელი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად, დამაჯერებლად ლიდერობს.

მიუნხენელებმა მთელი თამაშის განმავლობაში  5-10 წუთი ჩააგდეს. სწორედ, ამ დროს ,,აინტრახტის” ფეხბურთელებიც გამოფხიზლდნენ და ,,რეკორდმაისტერს” 3-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაუტანეს.

ავსტრიელმა მარტინ ჰინტერეგერმა 52-ე და 55-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა.

61-ე წუთზე ფრანკფურტელთა მცველების უხეირო თამაშით კანადელმა ალფონსო დევისმა ისარგებლა და ,,ბაიერნი” წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

74-ე წუთზე ავსტრიელმა მარტინ ჰინტერეგერმა ჰეთთრიკი შეასრულა. მან თავისი მესამე გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

საბოლოოდ, ,,ბაიერნმა” 5:2 გაიმარჯვა და ,,დორტმუნდთან” 4-ქულიანი სტატუსკვო აღადგინა.

ბავარიელებს ამ დროისთვის 61 ქულა აქვთ და უშუალო კონკურენტ, მეორე ადგილზე მყოფ ,,დორტმუნდს” 4 ქულით უსწრებენ.

,,აინტრახტი” კი 28 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

,,ბაიერნი” 5:2 ,,აინტრახტი
17′ გორეცკა (1-0), 41′ მიულერი (2-0), 46′ ლევანდოვსკი (3-0), 52′ 55′ ჰინტერეგერი (3-1, 3-2), 61′ დევისი (4-2), 74′ ჰინტერეგერი ა.გ. (5-2)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი