მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დასახელდა

ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დასახელდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
36 ნახვა

პოპულარულმა ფრანგულმა ჟურნალმა ,,L’Equipe”-მა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

სიმბოლური გუნდის ფეხბურთელები ,,L’Equipe”-ის
ჟურნალისტებმა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს.

გამოკითხვაში ხმების უმრავლესობა სუპერვარსკვლავებმა
არგენტინელმა ლიონელ მესიმ და პორტუგალიელმა კრისტიანუ რონალდუმ მოიპოვეს.
სამხრეთ ამერიკელმა 39%, ხოლო ევროპელმა 37% მიიღო.

სიმბოლურ ნაკრებში 5-5 ფეხბურთელი ,,ბარსელონადან” და  მადრიდის ,,რეალიდან” მოხვდა.
გუნდი ერთმა ,,მილანის” ფეხბურთელმა იტალიელმა პაოლო მალდინიმ შეავსო.

სიმბოლური გუნდი შედგენილია იმ დროის ფეხბურთელებისგან, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა ლიგა ეწოდა.

აი ასეთია ,,L’Equipe”-ის ვერსიით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ნაკრები:

მეკარე: იკერ კასილიასი (,,რეალი”, ,,პორტუ” ესპანეთი);

მცველები: დანი ალვეში (,,ბარსელონა” ,,იუვენტუსი”, ,,პსჟ”, ბრაზილია), სერხიო რამოსი (,,რეალი” ესპანეთი), კარლეს პუიოლი (,,ბარსელონა” ესპანეთი), პაოლო მალდინი (,,მილანი” იტალია);

ნახევარმცველები: ჩავი (,,ბარსელონა” ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (,,ბარსელონა” ესპანეთი), ლიონელ მესი (,,ბარსელონა” არგენტინა), ზინედინ ზიდანი (,,იუვენტუსი”, ,,რეალი” საფრანგეთი);

ფორვარდები: კრიშტიანო რონალდო (,,რეალი”, ,,იუვენტუსი” პორტუგალია), რაული (,,რეალი” ესპანეთი).

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი