მთავარი მთავარი ირმა ჭკადუა: ,,ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა”

ირმა ჭკადუა: ,,ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
37 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ქართველი ჩოგბურთელისთვის აღკვეთი ღონისძიების  შეფარდების შემდეგ აცხადებს, რომ მისი კლიენტის მხრიდან  ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ჭკადუა აზრით, აღნიშნულ საქმეში საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა, რაც მოსამართლის გადაწყვეტილებაშიც აისახა.

ირმა ჭკადუა: ,,საქმეში მტკიცებულები არ არსებობდა. ბასილაშვილის მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, რამაც ასახვა ჰპოვა მოსამართლის გადაწყვეტილებაში და გირაოს შეფარდებაში. პროკურატურამ რა თქვა, არ მაინტერესებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე კომენტარს არ ვაკეთებ“, – განაცხადა ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ.

  პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. პროკურატურამ  საქმე სისხლის სამართლის  126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აღძრა. რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა ბასილაშვილი 22 მაისს, დააკავეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი