მთავარი მთავარი ნათია გურული: ,,ბასილაშვილის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა”

ნათია გურული: ,,ბასილაშვილის საქმეზე სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორმა ნათია გურულმა მოსამართლის მიერ გამოტანი აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

პროკურორი აცხადებს, რომ სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა
ნაწილობრივ გაიზიარა და ჩოგბურთელს გირაოს სახით 100 000 ლარი შეუფარდა. თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის, ჩოგბურთელის მიერ მტკიცებულების განადგურების
ან მისი მიმალვის რისკი არსებობდა.

ნათია გურული: ,,„სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ გაიზიარა
და ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულების განადგურების ან ბასილაშვილის მიმალვის რისკი. ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, თითქოს სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. გირაო შეეფარდა 100 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე.
გამოძიებისა და არასრულწლოვანის ინტერესიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულების შინაარსობრივ ნაწილში ვერ შევა, თუმცა ჩვენ ხელთარსებული ის მტკიცებულებები, რაც არსებობდა გადავეცით, როგორც სასამართლოს, ასევე დაცვის მხარეს.
ვადასტურებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას შემაკავებელი ორდერი გამოწერლი აქვს, თუმცა მისი მხრიდან ძალადობის შესახებ დაზარალებული არ მიუთითებს.” – აცხადებს, ვასილაშვილისვსაქმის პროკურორი ნათია გურული.

ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება. გირაოს გადახდის შემთხვევაში ქართველი ჩოგბურთელი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღის ბოლოს დატოვებს.

ბასილაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 ივნი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი