მთავარი საქართველოლეგიონერები საფეხბურთო პირველობებს ავსტრიაში, ლიეტუვაში, სერბეთში, ხორვატიაში, ისრაელში და უკრაინაშიც გაანაახლებენ

საფეხბურთო პირველობებს ავსტრიაში, ლიეტუვაში, სერბეთში, ხორვატიაში, ისრაელში და უკრაინაშიც გაანაახლებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო გაჩერებული საფეხბურთო ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება.

მომავალ კვირაში საფეხბურთო პირველობებს ავსტრიაში, ლიეტუვაში, სერბეთში, ხორვატიაში, ისრაელში და უკრაინაში გაანაახლებენ.

ავსტრიაში საფეხბურთო ცხოვრება 29 მაისს, ქვეყნის თასის ფინალური მატჩით განახლდება.
ტიტულის მოსაპოვებლად გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს ,,ზალცბურგი” და ,,ლუშტენაუ” დაუპირისპირდებიან.

ბუნდესლიგის შეწყვეტილი ტურნირი კი 3 ივნისს, გაგრძელდება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილი გუნდი ,,შტურმი” გრაცში ,,ვოლფსბურგს” უმასპინძლებს.
ავსტრიაში პანდემიამდე გუნდები ქულების მიხედვით ორ ჯგუფად გაიყვნენ. ,,შტურმი” საჩემპიონო ჯგუფში 16 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

30 მაისს, გაგრძელდება უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი.
საჩემპიონო ჯგუფში დიდი მატჩი შედგება.
ერთმანეთს მტერ-მეტოქეები
დავით ხოჭოლავას დონეცკის ,,შახტარი” და კიევის ,,დინამო” შეერკინებიან.

უკრაინის ჩემპიონატს დამაჯერებლად, 59 ქულით ხოჭოლავას გუნდი ლიდერობს.
,,დინამო” კი მოწინააღმდეგეს 13 ქულით ჩამორჩება და ლუგანსკის ,,ზარიასთან” ერთად II-III ადგილებს იყოფს.

30 მაისს, ჩაატარებს შეხვედრას
ანდრო გიორგაძე ,,კარპატიც”. ლვოველები ,,მარიუპოლს” უმასპინძლებენ.
,,კარპატი” ქვედა ექვსეულშია მოხვედრილი და 14 ქულით გავარდნის მთავარი კანდიდატია.
გიორგაძის გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფება.

ლიეტუვაში საფეხბურთო ტურნირი 30 მაისს, განახლდება.
ტურის ერთი მატჩი 1 ივნისს, შედგება.

ფეხბურთი ბრუნდება ბალკანეთშიც.
სერბეთში სუპერლიგის მატჩები 29, 30 და 31 მაისს გაიმართება.
ხორვატიაში კი 30 მაისს, ,,სლავენსა” და ზაგრების ,,ლოკომოტივს” შორის
თასის 1/2 ფინალური ბრძოლა შედგება.
31 მაისს კი ,,რიეკა” – ,,ოსიეკის” 1/2 ფინალია დანიშნული.

საფეხბურთო ფერხულში ისრაელიც ჩაებმევა.
ებრაელები საფეხბურთო პირველობას 30 მაისს, გააგრძელებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი