მთავარი მთავარი ნინო ლომჯარია ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ  მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებს

ნინო ლომჯარია ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ  მეუღლეს მხარდაჭერას უცხადებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
366 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩადენილ  სავარაუდო ძალადობრივი ქმედების ფაქტზე გამოძიების საქმის შესწავლა დაიწყო.  ამის შესახებ ლომჯარია  საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე წერს.

სახალხო დამცველი ნეკა დოროყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და ყველა  სახელმწიფო უწყებებას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ იგი დაცული იყოს, როგორც ფუზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

ნინო ლომჯარია: ,,მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ
ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებებას, გააკეთონ მაქსიმუმი , რათა დაცული იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობისგან!
მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, ამ ამბის გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები”- აცხადებს სახალხო დამცველი.

ATP-ს რეიტინგის 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს, დააკავეს. მას დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს.
ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 16 ივნისს არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი