მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

ATP-ს რეიტინგის მე-27 ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა ავრცელებს.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ
ბასილაშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
ბრალდებულმა აღნიშნული თანხა გადაიხადა და ამჟამად თავისუფალია.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარდგენილ  ბრალდებას არ აღიარებს.  მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ბასილაშვილის მომდევნო  სასამართლო პროცესი 16 ივნისს გაიმართება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი