მთავარი მთავარი ბასილაშვილის ოჯახი: ნელი დოროყაშვლი უნებართვოდ შემოიჭრა საკუთრებაში და გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას 

ბასილაშვილის ოჯახი: ნელი დოროყაშვლი უნებართვოდ შემოიჭრა საკუთრებაში და გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას 

100 ნახვა

საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი სპორტსმენის მისამართით არსებულ ძალადობაში ბრალდებას უარყოფს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი მიზანმიმართულად ცდილობდა კონფლიქტის წარმოქმნას.

ბასილაშვილის ოჯახის მიერ გავცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ იმ ბრალდებებს, რომლებიც დღეს ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამართით გაჟღერდა.

პირველ რიგში, გვინდა, გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადოთ იმ ცრუ ბრალდებების გამო, რაც ნიკოლოზის და ჩვენი ოჯახის მისამარით ისმის. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია ძალადობის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს და ამ ფაქტის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე, ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა.

ნელი დოროყაშვილმა, განქორწინების შემდგომ, ასევე უსაფუძვლოდ, ბავშვზე ძალადობის ბრალდებით უჩიოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას. საჩივარი სასამართლომ განიხილა და ბასილაშვილის დედა გაამართლა. რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას. მიუხედავად ამისა, მის მიმართ არანაირი ძალადობის არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა. საბედნიეროდ, ამის ბევრი მტკიცებულება არსებობს და მას სასამართლო 2020 წლის 16 ივლისს განიხილავს.

სასამართლო პროცესი გრძელდება. გვჯერა, რომ ნიკოლოზი უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ძალიან მალე დაამტკიცებს”. – ნათქვამია განცხადებასი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. ბრალდების მხარე მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. დღეს სასამართლომ სპორტსმენს აღმკვეთი ღონისძიების სახით 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი