მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ლაიფციგმა” ,,მაინცს” გადაუარა და მესამე ადგილი დაიბრუნა

,,ლაიფციგმა” ,,მაინცს” გადაუარა და მესამე ადგილი დაიბრუნა

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

დღეს, გერმანიის ბუნდესლიგაში 27-ე ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლმა ,,ლაიფციგმა” მაინცში ,,ოპელ არენაზე” ადგილობრივი გუნდი გაანადგურა.

სტუმრებმა ,,მაინცის” ფეხბურთელები შეარცხვინეს და 5:0 მოუგეს.

შეხვედრის გმირი ,,ლაიფციგის” ფორვარდი ტიმო ვერნერი გახდა.
26 წლის თავდამსხმელმა ჰეთთრიკი შეასრულა.
,,მაინცის” კარი თითოჯერ დანიელმა იუსუპ პოულსენმა და
ავსტრიელმა მარსელ ზაბიცერმა აიღეს.

ამ გამარჯვებით ,,ლაიფციგმა” 54 ქულა დააგროვა და წინა ტურში დაკარგული მე-3 ადგილი დაიბრუნა.
,,მაინცი” კი 27 ქულით გასავარდნ ზონის სიახლოვეს მე-16 ადგილზე იმყოფება.

პანდემიამ, როგორც სჩანს განსაკუთრებით ცუდად ,,შალკეზე” იმოქმედა.
გერზენკინხენელებმა დღესაც უიმედოდ 0:3 წააგეს. მათ ამჯერად
,,აუგსბურგმა” მოუგო.

,,შალკემ” ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა. თან ისე, რომ გოლი არ გაუტანია, თავად კი 7 ბურთი მიიღო.
შედეგად, ,,შალკე” 37 ქულით მე-8 ადგილზე დაქვეითდა.

,,აუგსბურგმა” კი ამ წარმატების შემდეგ 30 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა. ჰაიკო ჰერლიხის შეგირდები მე-12 პოზიციას იკავებენ.

დღის დასკვნით შეხვედრაში ,,კიოლნმა” გასავარდნ ზონაში მყოფ ,,დიუსელდორფთან” თავდაპირველად, ვერაფერი გააწყო და მატჩის დასრულებანდე 2 წუთით ადრე  0:2 აგებდა.

,,თხებმა” მატჩის გადარჩენა მოახერხეს და ბოლო წუთებზე წონასწორობა აღადგინეს.

ერთი ქულის მოპოვებამ ,,კიოლნი” 37 ქულით მე-10 ადგილამდე გადაიყვანა.

,,დიუსელდორფმა” კი მნიშვნელოვანი ქულები გაკარგა და ახლა  24 ქულით მე-18  საფეხურზე გახლავთ.

,,შალკე” 0:3 ,,აუგსბურგი”
6′ ლოვენი (0-1), 76′ სარენსენ ბაზე (0-2), 90+1′ კორდოვა (0-3)

,,მაინცი” 0:4 ,,ლაიფციგი”
11′ ვერნერი (0-1), 23′ პოულსენი (0-2), 36′ ზაბიცერი (0-3), 48′ ვერნერი (0-4)

,,კიოლნი” 0:2 ,,დიუსელდორფი”
41′ კარამანი (0-1), 61′ ტომი (0-2), 88′ მოდესტე (1-2), 90+1′ კორდობა (2-2)
გაფუჭებული პენალტი: 59′ უტი (,კიოლნი”)

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი