მთავარი მთავარი შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

ავტორი კახა მიხანაშვილი
179 ნახვა

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

არველაძე აცხადებს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, განსაკუთრებით ქალების მიმართ.
მისი აზრით, ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია.

შოთა არველაძე: ,,ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ – განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო.” – აცხადებს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 მაისს, დააკავეს.
დღეს, კი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

ბასილაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 ივნისს, ჩაინიშნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი