მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი: ,,ვიმედოვნებ დადგება სამართლიანი განაჩენი”

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ,,ვიმედოვნებ დადგება სამართლიანი განაჩენი”

ავტორი კახა მიხანაშვილი
18 ნახვა

საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ ,,ფეისბუქის” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

ATP-ს რეიტინგის 27-ე ჩოგანს იმედია აქვს, რომ სამართლიანი განაჩენი დადგება. მანამდე კი ყოფილ მეუღლესთან საჯარო დისკუსიაში შესვლას არ აპირებს.

ნიკოლოოზ ბასილაშვილი: ,,ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ.

რაც შეეხება, 22 მაისს, განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი, მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე, ჩემი მიზანია ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან, განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს, თუმცა მჯერა, რომ სიმართლეს სასამართლოში, ჩემი იურისტების დახმარებით აუცილებლად დავამტკიცებ.” – აცხადებს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესი 16 ივნისს არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი