მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
102 ნახვა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს.

ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმთან“ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაუდასტურა.

ირმა ჭკადუა: ,,დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს.
ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

ერთ-ერთი სადაო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა.

წყარო: primetime.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი