მთავარი მთავარი ,,მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია” – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განცხადებას აკეთებს

,,მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია” – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განცხადებას აკეთებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
40 ნახვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლიმპიურ კომიტეტში ბასილაშვილს  იცნობენ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას.

ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები გმობენ ძალადობას და ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია.

,,საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც  სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.” – ნათვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს, ყოფილი მეუღლის
ნელი დოროყაშვილი
მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  იგი 25 მაისს, 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს.

ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო 16 ივნისს, არის დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი