მთავარი მსოფლიოგერმანია ბუნდესლიგის 28-ე ტურის ანონსი: საჩემპიონო ბრძოლაში ,,დორტმუნდი” ,,ბაიერნს” დაუპირისპირდება

ბუნდესლიგის 28-ე ტურის ანონსი: საჩემპიონო ბრძოლაში ,,დორტმუნდი” ,,ბაიერნს” დაუპირისპირდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

26 მაისს ბუნდესლიგის 28-ე ტურისა და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი გაიმართება.

,,სიგნალ იდუნა პარკზე” ერთმანეთს ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდები დორტმუნდის ,,ბორუსია” და მიუნხენის ,,ბაიერნი” წარსდგებიან.

ბოლო 7 წლის უცვლელი ჩემპიონი ,,ბაიერნი” ბუნდესლიგას სათავეში 61 ქულით უდგას. ბავარიელებს ,,დორტმუნდი” 4 ქულით ჩამორჩება.

თუ დორტმუნდელებმა გაიმარჯვეს გერმანიის პირველობა უკიდურესად დაიძაბება.
,,რეკორდმაისტერის” წარმატების შემთხვევაში კი მათ ზედიზედ  მერვედ გაჩენპიონებას დიდი ალბათობით ხელს აღარაფერი შეუშლის.

,,დორტმუნდს” მნიშვნელოვან შეხვედრაში ტრავმის გამო მარკო როისი, ნიკო შულცი და ფრანგი დან-აქსელ ზაგადუ დააკლდებიან.
საეჭვოა ასევე მატ ჰუმელსისა და ინგლისელი იადონ სანჩოს თამაშიც.

ბავარიელები კი დორტმუნდს ესპანელ ტიაგო ალკანტარას, ბრაზილიელ კოუტინიოს, ფრანგ
კორენტინ ტოლისოსა და ნიკლას სულეს გარეშე ეწვივნენ.

გუნდები სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით ითამაშებენ:
,,დორტმუნდი”: ბიურკი,  პისჩეკი (კ), ჰუმელსი, აკანჯი, ჰაკიმი,  ჩანი, ბრანდტი,  გერერო, სანჩო, აზარ, ჰალანდი
მთავარი მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

Bayern: ნოიერი (კ), პავარი, ბოატენგი, ალაბა, დევისი, კიმიხი, გორეცკა, გნაბრი, მიულერი, კომანი, ლევანდოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ჰანსი
ფლიკი

სუპერმატჩის მთავარი არბიტრი  ტობიას შტელერი იქნება.

ბუნდესლიგის ლიდერთა შეხვედრა სტარტს 20:30 საათზე აიღებს.

ესეც ბუნდესლიგის 28-ე ტურის ანონსი
26 მაისი
,,დორტმუნდი” : ,,ბაიერნი” (20:30 სთ.)
,,ლევერკუზენი” : ,,ვოლფსბურგი”
(22:30 სთ)
,,აინტრახტი” : ,,ფრაიბურგი” (22:30 სთ)
,,ვერდერი” : ,,გლადბახი” (22:30 სთ)

27 მაისი
,,ლაიფციგი” : ,,ჰერტა” (20:30 სთ.)
,,აუგსბურგი” : ,,პადერბორნი” (22:30 სთ)
,,დიუსელდორფი” : ,,შალკე” (22:30 სთ)
,,ჰოფენჰაიმი” : ,,კიოლნი” (22:30 სთ)
,,უნიონი” : ,,მაინცი” (22:30 სთ)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი