მთავარი მთავარი საქართველოს ყველა თასის ფინალის ისტორია, რომელიც 26 მაისს ჩატარდა

საქართველოს ყველა თასის ფინალის ისტორია, რომელიც 26 მაისს ჩატარდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

საქართველოში 1992 წლიდან მოყოლებული ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტრადიცია არსებობდა.

ეროვნული თასის ფინალური შეხვედრა ყოველთვის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმართებოდა.
ეს ერთობ სასიამოვნო ტრადიცია 2005 წლამდე გაგრძელდა.

26 მაისს 14 საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა.

ამ დღეს გამართულ თასის ფინალებში გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ თბილისის ,,დინამო” გახდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმს გუნდმა თასი 8-ჯერ აღმართა.
1992 წელს თბილისელებმა ჯილდო ,,იბერიას” სახელით მოიპოვეს.
დანარჩენ 7 შემთხვევაში კი  თასი ,,დინამოს” სახელით აღმართეს.

26 მაისს თბილისის ,,დინამოს” შემდეგ საქართველოს თასი თბილისის ,,ლოკომოტივს” აქვს მოპოვებული.
,,რკინიგზელებმა” ჯილდო 3-ჯერ მოიპოვეს.

საქართველოს დამოუკიდებლობა ქუთაისის ,,ტორპედომ”  ქვეყნის თასის აღმართვით 2-ჯერ აღნიშნა.

ერთხელ კი ამ მნიშვნელოვან დღეს წარმატება ბათუმის ,,დინამომ” იზეიმა.

1992 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “იბერიამ” სოხუმის “ცხუმი” 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან გოლები გელა ინალიშვილმა, ზაზა რევიშვილმა და შოთა არველაძემ გაიტანეს, სოხუმელთა მიერ გატანილი ბურთი კი, მიხეილ ჯიშკარიანის ანგარიშზეა. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, თამაშს 18 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1993 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” “ბათუმს” 4:2 სძლია. გოლები რევაზ არველაძემ (2), შოთა და არჩილ არველაძეებმა (“დინამო”), ხოლო “ბათუმიდან” თემურ ტუღუშმა და ლევან ხომერიკმა გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 25 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1994 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” რუსთავის “მეტალურგი” 1:0 დაამარცხა. გოლი მიხელ ყაველაშვილმა გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1995 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა. გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1996 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” დამატებით დროში 1:0 დაამარცხა. გოლი გელა ინალიშვილმა გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 35 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1997 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბათუმის “დინამო” 1:0 დაამარცხა. გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიომზე მატჩს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1998 წელი
საქართველოს ეროვნულ თასის გათამაშების ფინალში, ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. გოლები კანტიძემ და ჭიჭვეიშვილმა (ბათუმი) და ალექსიძემ (თბილისი) გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1999 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, ქუთაისის “ტორპედომ” წყალტუბოს “სამგურალი” პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 5 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2000 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “ლოკომოტივმა” პენალტების სერიაში, ქუთაისის “ტორპედო” დაამარცხა (4:2). ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2001 წელი
საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, ქუთაისის “ტორპედომ” თბილისის “ლოკომოტივი” პენალტების სერიაში დაამარცხა (4:3). თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაეწსრო.

2002 წელი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოს” 2:0 მოუგო. გოლები სულიკო დავითაშვილმა და ზაზა ჯანაშიამ გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თამაშს 8 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2003 წელი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” 3:1 მოუგო. გოლები ოთარ ხიზანეიშვილმა, ვიტალი დარასელიამ, გიორგი ანჩაბაძემ (“დინამო”) და შალვა ისიანმა (“სიონი”) გაიტანეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 6 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2004 წელი
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალში, თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედო” 2:1 დაამარცხა. გოლები ლევან სილაგაძემ, შოთა კაშიამ (“დინამო”) და სულიკო დავითაშვილმა გაიტანეს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თამაშს 15 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2005 წელი
დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ფინალში თბილისის “ლოკომოტივმა” “ზესტაფონს” 2:0 მოუგო. გოლები მიხეილ ბობოხიძემ და ნუკრი მანჩხავამ გაიტანეს. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი