მთავარი საქართველოლეგიონერები ბუდუ ზივზივაძისა და ვაკო გვილიას ქართული გოლები ევროპაში

ბუდუ ზივზივაძისა და ვაკო გვილიას ქართული გოლები ევროპაში

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ევროპის სტადიონებზე ქართველმა ფეხბურთელებმა გოლების გატანა მოახერხეს.

უნგრეთში თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. მისმა გუნდმა ,,მეზოკოვედსიმ” უნგრეთის თასის 1/2 ფინალის განმეორებით მატჩში სტუმრად,
,,ფერეჰვართან” ფრედ 2:2 ითამაშა და მოწონააღმდეგის მინდორზე გატანილი გოლის წყალობით თასის ფინალში გავიდა.
პირველი შეხვედრა 1:1 იყო დასრულებული.

ბუდუ ზივზივაძემ გოლი მე-8 წუთზე გაიტანა და ორთაბრძოლაში ანგარიში გახსნა.
ქართველი ფორვარდი შეხვედრის 72-ე წუთზე შეცვალეს.

,,მეზოკოვედსი” უნგრეთის თასის ფინალში ,,უიპეშტს” დაუპირუსპირდება.
ბუდი ზივზივაძის გუნდი გადამწყვეტ ბრძოლას 3 ივნისს, ჩაატარებს.

პოლონეთის თასის 1/2 ფინალში ვაკო გვილიას ვარშავის ,,ლეგია” იასპარეზებს.
დედაქალაქურმა კლუბმა 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში
,,ლეგნიცას” გასვლაზე, 2:1 მოუგო.
ორიდან ერთი გოლი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გაიტანა.
გვილიამ ვარშაველები მე-17 წუთზე დააწინაურა.
ქართველმა მატჩი სრულად ჩაატარა.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი უკრაინის ჩემპიონატი 31 მაისს განახლდება.

მანამდე კი დავით ხოჭოლავას ,,შახტარმა” ამხანაგურ მატჩში კიევის ,,ობოლონს” 4:0 მოუგო.
ქართველმა მცველმა დედაქალაქელების წინააღმდეგ სრულად ითამაშა და მე-19 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

31 მაისს, უკრაინაში სუპერმატჩი შედგება.
დონეცკის ,,შახტარი” კიევის ,,დინამოს” უმასპინძლებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი