მთავარი მთავარი ნუკრი კაკილაშვილი 60 წლის გახდა

ნუკრი კაკილაშვილი 60 წლის გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
59 ნახვა

დღეს, ქართველ ფეხბურთელს ნუკრი კაკილაშვილს 60 წელი შეუსრულდა.

კაკილაშვილი ქართული ფეხბურთის იმ დიდებული თაობის წარმომადგენელია, რომელმაც 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.
ნუკრი კაკილაშვილი დიუსელდორფში გამართულ ფინალში შეცვლაზე შევიდა და ვიტალი დარასელიას გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა.
ამ ჯილდოს გარდა კაკილაშვილმა თბილისის ,,დინამოსთან” ერთად 1979 წელს საბჭოთა კავშირის თასი აღმართა.

ნუკრი კაკულაშვილი თბილისის ,,დინამოს” ღირსებას 10 წლის განმავლობაში 1977–1987 წლებში იცავდა.  მან 198 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი გაიტანა.

კაკილაშვილი 1988-1990 წლებში ლანჩხუთის ,,გურიაში”, ბათუმის ,,დინამოში” და თბილისის ,,შევარდენში” გამოდიოდა.

ნუკრი კაკილაშვილი ღირსების ორდენის კავალერია.
2011 წლის 17 მაისს კი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1981 წლის თბილისის „დინამოს” სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნუკრი კაკილაშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავ სახელოვან სპორტსმენს დაბადების დღეს და მას ჯანმრთელობას და წარმატებას უსურვებს.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი