მთავარი მთავარი სერბეთის სტადიონებზე მაყურებლებს დაუშვებენ

სერბეთის სტადიონებზე მაყურებლებს დაუშვებენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ბალკანურ ქვეყანაში 29 მაისს სუპერლიგის 3 მატჩი შედგება.
26-ე ტურის დანარჩენი მატჩები კი 30 და 31 მაისს გაგრძელდება.

ეს შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩაივლის. თუმცა ზაფხულის პირველივე დღიდან ფანებს საყვარელი გუნდების თამაშზე დასწრების უფლებას მისცემენ.

სერბეთში მაყურებლებს მატჩებზე დასწრება 1 ივნისიდან შეეძლებათ.
ქომაგებმა გარკვეული რეგულაციები უნდა დაიცვან. მათ მატჩის მიმდინარეობისას პირბადეები უნდა ეკეთოდ და ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცვან.
რეკომენდაციების შესრულებას სამართალდამცველები გააკონტროლებენ.

სერბეთის სუპერლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე პირველობას დამაჯერებლად, ბელგრადის ,,ცრვენა ზვეზდა” ლიდერობს.
,,წითელ ვარსკვლავს” 69 ქულა აქვს და მტერ-მეტოქე ,,პარტიზანს” 11 ქულით უსწრებს.

“ცრვენა ზვეზდას” დარჩენილ ოთხ მატჩში მინიმუმ 2 ქულა სჭირდება, რათა ქვეყნის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში ოცდამეცხრედ გახდეს.

სერბეთში კორონავირუსის 11,300 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო 24 საათში 25 ადამიანი დაინფიცირდა.
დაავადებას 241 პიროვნების სიცოცხლე შეეწირა.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 6,438 შეადგინა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი