მთავარი მთავარი ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

ავტორი კახა მიხანაშვილი
186 ნახვა

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დაკითხონ.  ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ სააგენტო ,,primetime.ge” ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით მათთან საუბარში ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დაადასტურა, რომ ქართველ ჩოგბურთელსა და სერბ ვარსკვლავს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე შედგა.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. იგი მზად არის სასამართლოს ჩვენება 2019 წელს აშშ ღია პირველობაზე მომხდარ ინციდენტზე მისცეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბასილაშვილის მაშინდელი  მეუღლე  ნელი დოროყაშვილი აშშ-ში ჩავიდა და სპორტსმენს სკანდალი მოუწყო.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ქალბატონისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ.

ამ ფაქტს სააგენტო ,,primetime.ge”-სთან ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ადასტურებს.
,,სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.
მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვნათ“, – აცხადებს ჭკადუა.

ადვოკატის ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ იყო მუქარა, რომ ის ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას დაანგრევდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო.პროცესი 16 ივნისს, არის ჩანიშნული.
ATP-ს რეიტინგის 27-ე ჩოგანის მიმართ  საქმე სისხლის სამართლის  126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აღიძრა, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი