მთავარი მსოფლიოგერმანია ბუნდესლიგაში 28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ბუნდესლიგაში 28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინეს და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგაში 2019-2020 წლების სეზონის 28-ე ტური ისტორიის საკუთრება გახდა.

ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციულად, დასრულებული ტურის შემდეგ სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

რჩეულ თერთმეტეულში ყველაზე მეტი 3-3 მოთამაშე ფრანკფურტის ,,აინტრახტიდან” და ,,ფრაიბურგიდან” მოხვდა.
სიმბოლურ გუნდში 2 ფეხბურთელი ,,ვოლფსბურგიდან” არიან წარმოდგენილი.

თითო ფეხბურთელით ნაკრები ,,ბაიერნმა”, ,,პადერბორნმა” და ,,ჰოფენჰაიმმა” შეავსეს.

28-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ,,ჰოფენჰაიმის” ავსტრიელი ნახევარმცველი კრისტოფ ბაუმგარტნერი დაასახელეს. მან ,,კიოლნთან” შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

ესეც 28-ე ტურის რჩეულნი:
მეკარე: ალექსანდერ შვოლოვი (,,ფრაიბურგი”);

მცველები: სებასტიან შონლაუ (,,პადერბორნი”), ჯოშუა კიმიხი (,,ბაიერნი”), მარინ პონგრაჩიჩი (,,ვოლფსბურგი”);

ნახევარმცველები: დაიჩი კამადა (,,აინტრახტი”), კრისტოფ ბაუმგარტნერი (,,ჰოფენჰაიმი”), მაქაიმილიან არნოლდი (,,ვოლფსბურგი”), ვინჩენცო გრიფო (,,ფრაიბურგი”), ფილიპ კოსტიჩი (,,აინტრახტი”);

თავდამსხმელები: ლუკას ჰოლერი
(,,ფრაიბურგი”), ანდრე სილვა (,,აინტრახტი”).

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი