მთავარი მსოფლიოინგლისი გადაწყდა – პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება

გადაწყდა – პრემიერლიგა 17 ივნისს განახლდება

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებთან შეთანსხმების საფუძველზე პრემიერლიგის განახლების დრო დაასახელა.

პრემიერლიგა 17 ივნისს, „ასტონ ვილა“ – „შეფილდ იუნაიტედისა“ და „მანჩესტერ სიტი” – ,,არსენალი“ მატჩებით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,Sky Sport” ავრცელებს.
ეს ორი შეხვედრა 28-ე ტურის გადადებული ორთაბრძოლებია.

20 ივნისს, კი პრემიერლიგაში 30-ე ტურის მატჩები შედგება.

პრემიერლიგის ხელმძღვანელები ტურნირის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად ავსტრალიაში შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ ტურნირის დარჩენილი შეხვედრები ინგლისში ჩატარდება.

გულშემატკივრებს თავისი საყვარელი გუნდის სტადიონზე ხილვის საშუალება არ ექნებათ.

ინგლისის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო, 13 მარტს შეწყდა.

ამ დროისთვის პრემიერლიგას 82 ქულით სათავეში ,,ლივერპული” უდგას. მერსესაიდელები უშუალო კონკურენტ ,,მანჩესტერ სიტის” მთელი 25 ქულით უსწრებენ.
53 ქულით მესამე ადგილზე ,,ლესტერი” იმყოფება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ,,ჩელსი” და ,,მანჩესტერ იუნაიტედი” იბრძვიან.

გასავარდნ ზონაში კი ,,ბორნმუთი”, ,,ასტონ ვილა” და ,,ნორვიჩი” არიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი