მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ლევან ხარაბაძე თბილისის ,,დინამოში” დაბრუნდა

ლევან ხარაბაძე თბილისის ,,დინამოში” დაბრუნდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
8 ნახვა

საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ლევან ხარაბაძე მშობლიურ კლუბ თბილისის ,,დინამოს”  დაუბრუნდა.

ხარაბაძემ წელიწადნახევარი იჯარის წესით შვეიცარიის ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბ ,,ციურიხში გაატარა, სადაც 28 მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანაც მოახერხა.

ლევან ხარაბაძე ,,დინამოს” აკადემიის აღზრდილია. სანაკრებო დებიუტი კი გასულ წელს ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა  ასევე მონაწილეობა გიბრალტართან და სამხრეთ  კორეასთან ამხანაგურ მატჩებში მიიღო. ხარაბაძემ შემოდგომაზე ტრავმა მიიღო და მატჩების გამოტოვება მოუწია. იგი გუნდს უკვე შეუერთდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს ვარჯიშს.

წყარო: fcdinamo.ge

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი