მთავარი სხვა_გუნდური სახეობები ტოშირო მუტო: ,,ექვს წელიწადზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ოლიმპიური  თამაშები წლევანდელი ზაფხულისთვის მოგვემზადებინა”

ტოშირო მუტო: ,,ექვს წელიწადზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ოლიმპიური  თამაშები წლევანდელი ზაფხულისთვის მოგვემზადებინა”

ავტორი კახა მიხანაშვილი
32 ნახვა

ტოკიო-2020-ის აღმასრულებელი დირექტორი ტოშირო მუტო გამოეხმაურა  ,,IOC”-ის საკოორდინაციო კომისიის ხელმძღვანელის ჯონ კოუტსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გადავადებული ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გაისად ჩატარება-არჩატარების ბედი შესაძლოა ოქტომბერში გაირკვეს.

ჯონ კოუტსმა ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით გადავადებული ოლიმპიური თამაშების გამო, ორგანიზატორები „რეალური პრობლემების” წინაშე აღმოჩნდნენ და რომ „სრულიად განსხვავებული” ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა მოემზადონ, თუ  ოქტომბრამდე COVID-19-ის ვაქცინის შემუშავების ნიშნები არ გამოიკვეთა.

ტოშირო მუტო: ,,ამ საკითხთან დაკავშირებით კოუტს ვკითხეთ და გავარკვიეთ, რომ მას თამაშების ბედის ოქტომბერში გადაწყვეტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით  მსგავსი არაფერი უგულისხმია. თავმჯდომარე კოუტს არასდროს უთქვამს, რომ ოქტომბერი იქნებოდა ის დრო, როდესაც დეტალურ განხილვას მოვაწყობდით. რაზეც მან მიანიშნა, ის არის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ვითარების შემოდგომაზე შეფასებას.

ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოლიმპიური თამაშები გადავადდა. ჩვენ ექვს წელიწადზე მეტი დაგვჭირდა იმისთვის, რომ თამაშები წლევანდელი ზაფხულისთვის მოგვემზადებინა. მაგრამ ახლა ჩვენ იგივე უნდა გავაგრძელოთ კიდევ ერთი წლის განმავლობაში,” – განაცხადა ტოკიო-2020-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი