მთავარი მსოფლიოგერმანია კაი ჰავერცმა ,,ლევერკუზენს” მოაგებინა

კაი ჰავერცმა ,,ლევერკუზენს” მოაგებინა

ავტორი კახა მიხანაშვილი
13 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტური ,,ფრაიბურგისა” და ,,ლევერკუზენის” მატჩით დაიწყო.

ფრაიბურგში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.

გამარჯვების მომტანი გოლი 54-ე წუთზე ,,ფარმაცევტების” 20 წლის გერმანელმა ფორვარდმა კაი ჰავერცმა გაიტანა.

საბოლოოდ, ,,ლევერკუზენმა” 1:0 მოიგო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

ევროპის ლიგის საგზურის მაძიებელი ,,ფრაიბურგი” კი 38 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

იხილეთ ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩების განრიგი:
30 მაისი
,,ჰერტა” : ,,აუგსბურგი” (17:30 სთ.)
,,მაინცი” : ,,ჰოფენჰაიმი” (17:30 სთ.)
,,შალკე” : ,,ვერდერი” (17:30 სთ.)
,,ვოლფსბურგი” : ,,აინტრახტი” (17:30 სთ.)
,,ბაიერნი” : ,,დიუსელდორფი” (20:30 სთ.)

31 მაისი
,,გლადბახი” : ,,უნიონი” (17:30 სთ.)
,,პადერბორნი” : ,,დორტმუნდი” (20:00)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი