მთავარი საქართველოლეგიონერები ბაჩანა არაბული  „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბაჩანა არაბული  „პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ავტორი კახა მიხანაშვილი

საქართველოს ეროვნული  ნაკრების ფეხბურთელი ბაჩანა არაბული საბერძნეთის კლუბ ,,პანიონისის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარდა.

ბაჩანა არაბულს ხმა  ,,პანიონისის” ქომაგების 24.41%-მა მისცა.

არაბულმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ქართველი ფორვარდი კლუბის ბომბარდირია.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საბერძნეთის ჩემპიონატი 6 ივნისს განახლდება.

„პანიონიოსი“ საკუთარ კედლებში  „ვოლოსს“ დაუპირისპირდება.

ბაჩანა არაბულის გუნდი საბერძნეთის სუპერლიგიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია.
საბერძნეთში გუნდები დაგროვილი ქულების მიხედვით ორ ნაწილად გაიყვნენ.
ზედა ჯგუფი ჩემპიონობისა და ევროპა ლიგაზე გასასველად იბრძვის, ხოლო ქვედა კი სუპერლიგაში ადგილი შესანარჩუნებლად.

,,პანიონისი” კი 11 ქულით ქვედა ეშელონის ბოლო ადგილზეა. მის წინ მყოფ ,,პანეთოლიკოსს” 17 ქულა გააჩნია.

საბერძნეთის სუპერლიგიდან ქვედა დივიზიონში ერთი ბოლო ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ვარდება, ხოლო ბოლოსწინა პოზიციაზე მყოფ გუნდს კი შანსი ფლეი-ოფში მიეცემა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი