მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქანთარია დაბრუნდა – ,,ნემანმა” გამარჯვება მოიპოვა

გიორგი ქანთარია დაბრუნდა – ,,ნემანმა” გამარჯვება მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
7 ნახვა

ბელარუსის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრაში გიორგი ქანთარიას გროდნოს ,,ნემანმა” სტუმრად, ,,გოროდეიას” 2:0 მოუგო.

ქანთარია 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ გუნდის მწვრთნელებმა სამატჩო განაცხადში შეიყვანეს და თამაშის საშუალებაც მცირე დროით მისცეს.

გიორგი ქანთარია მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა. იმ დროისთვის ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 2:0 იყო.

ქანთარიას უთამაშებლობის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემა გახლდათ. ქართველი მოიწამლა და თავს ცუდად გრძნობდა. მას კორონავირუსზე ტესტი 2-ჯერ ჩაუტარეს და  მედიკოსებმა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღეს. მიუხედავად, ამისა ქართველი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი ერთ თვეზე მეტხან გაიწელა.

,,ნემანმა” ამ გამარჯვების შემდეგ 14 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე ი.ყოფება.

ქანთარიას კლუბი მორიგ მატჩს 6 ივნისს, სტუმრად, მოზირში ,,სლავიასთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი