მთავარი საქართველოლეგიონერები ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალში მაყურებლების წინაშე ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის თასის ფინალში მაყურებლების წინაშე ითამაშებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით 3 ივნისს, დანიშნულ ქვეყნის თასის ფინალში მაყურებლებს დაუშვებენ.

თასის ფინალი, სადაც ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” “ჰონვედს” დაუპირისპირდება დედაქალაქ ბუდაპეშტში ,,ფერენც პუშკაშის” სტადიონზე გაიმართება.
არენა 38,652 მაყურებელს იტევს.

ფინალურ მატჩზე დასწრების მსურველებმა გარკვეული რეკომენდაციები უნდა შეასრულონ. ისინი ტრიბუნებზე
ერთმანეთთან 4 სკამის მოშორებით უნდა დასხდნენ.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში თავის პირველ ტიტულთან ახლოსაა. ქართველი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება და “მეზოკოვეშდის” ფინალშიც გასვლაც ბევრწილად ჩვენებურის დამსახურებაა.

ბუდუ ზივზივაძემ  “ფეჰერვართან” 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი