მთავარი კალათბურთი საბა ლობჯანიძე კარიერას ,,თსუ”-ში გააგრძელებს

საბა ლობჯანიძე კარიერას ,,თსუ”-ში გააგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი საბა ლობჯანიძე, რომელმაც გასული სეზონი სუპერლიგის კლუბ “რუსთავში” გაატარა, კარიერას ,,თსუ-ში გააგრძელებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საფრანგეთში წასულმა ნაკრების ორმა წევრმა – გიორგი კორსანტიამ და გიორგი ტურძილაძემ დატოვა, პირველი სოლიდური შევსება მიიღო.

ლობჯანიძემ გასული სეზონი “რუსთავში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის მატჩში საშუალოდ 9 ქულას, 2.2 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა. რუსთაველებს სურდათ ლობჯანიძის შენარჩუნება, თუმცა ახალგაზრდა უკანახაზელმა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სუპერლიგაში შედეგიანი თამაშის წყალობით მოხვდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის პირობები მიიღო.

ლობჯანიძის კონტრაქტი ერთწლიანი და ის ,,თსუ”-ში ვარჯიშს მალე შეუდგება.

https://youtu.be/np_Qv8IxGbQ

წყარო: gbf.gr

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი