თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ქართველმა ძალოსანმა ატაცში 168 კგ. დაძლია. მან ამ შედეგით ახალგაზრდებს შორის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. რეზი დავითაძემ წინა რეკორდი 13 კილოგრამით გააუმჯობესა.
აკვრაში კი ქართველს ძალოსანს პირველი ცდა გაუცუდდა. სამაგიეროდ მეორე მისვლაზე 194 კილოგრამი დასძლია. გადამწყვეტ მომენტში კი დავითაძემ ძალები მოიკრიფა და 203-კილოგრამიანი შტანგა აღმართა.
რევაზ დავითაძემ ორჭიდის ჯამში 371 კილოგრამი დააფიქსირა და მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის ჯერჯერობით პირველი მედალი გახლავთ.