მთავარი საქართველოლეგიონერები ვაკო გვილიას ,,ლეგიამ” პოლონეთის განახლებული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

ვაკო გვილიას ,,ლეგიამ” პოლონეთის განახლებული ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

კორობავირისის პანდემიის შემდეგ პოლონეთში საფეხბურთო პირველობა განახლდა.

ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა ვარშავის ,,ლეგიამ” სტუმრად, პოზნანში, ,,ლეხი” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

ვარშაველთა რიგებში შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ დაიწყო.
,,ლეგიას” მწვრთნელებმა ქართველი ნახევარმცველი.75-ე წუთზე შეცვალეს.

,,ლეგიამ” ამ გამარჯვებით 54 ქულა დააგროვა პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია. გვილიას გუნდი მეორე პოზიციაზე მყოფ პიასტის ,,გლივიცეს” 6 ქულით უსწრებს.

ვარშაველები მორიგ მატჩს სტუმრად, კრაკოვში ,,ვისლასთან” 7 ივნისს, ჩაატარებენ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი