მთავარი მსოფლიოესპანეთი ლიონელ მესი, ლუის სუარესი და სერხიო რამოსი ენრიკე იგლესიასის კლიპში გადაიღეს

ლიონელ მესი, ლუის სუარესი და სერხიო რამოსი ენრიკე იგლესიასის კლიპში გადაიღეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

პოპულარულმა ესპანელმა მომღერალმა ენრიკე იგლესიასმა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ ახალი სიმღერას ,,Futbol y Rumba” ჩაწერა და ამ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო.

ეს ამბავი ჩვენი ყურადღების ცენტრში იმიტომ მოექცა, რომ ენრიკე იგლესიასის კლიპში ,,ბარსელონას” ფეხბურთელები ლიონელ მესი და ლუის სუარესი, ასევე მადრიდის ,,რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი არიან გადაღებულები.

კლიპის საბოლოო ვერსია 2 დღის წინ გამოქვეყნდა. . ვიდეოს ,,YouTube”-ზე
უკვე 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კლიპი იხილეთ აქ:
https://youtu.be/oUNMq7AiYKU

ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების უქმობა მალე დასრულდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი პირველობა 11 ივნისს, სევილიური დერბით გაგრძელდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი