მთავარი მსოფლიოინგლისი კორონავირუსისგან ,,ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის დინ სმიტის მამა გარდაიცვალა

კორონავირუსისგან ,,ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის დინ სმიტის მამა გარდაიცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ბირმინგემის ,,ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის დინ სმიტის მამა კორონავირუსისგან გარდაიცვალა.  ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ კლუბი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

79 წლის რონ სმიტი ვერაგულ დაავადებას დაახლოვებით, 4 კვირის განმავლობაში ებრძოდა.
მოხუცი კლინიკაში მაღალი სიცხისა და გაძნელებული სუნთქვის პრობლემის გამო გადაიყვანეს.
რონ სმიტს ,,COVID-19″-ის მძიმე სიმპტომებით განუვითარდა. მას იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებული ჰქონდა, რაც ასაკის და ასევე თავის ტვინის ქრონიკული დაავადების ბრალი გახლდათ. მწვრთნელის მამა დემენციას ექვსი წლის განმავლობაში მკურნალობდა.

რონ სმიტი ,,ასტონ ვილას” თავგადაკლული ფანი იყო. იგი
„ვილა პარკის“ სტიუარდად წლების განმავლობაში მუშაობდა.

დინ სმიტი ,,ასტონ ვილაში” 2018 წელს დაინიშნა. იგი მანამდე ,,უოლსოლისა” და ,,ბრენტფორდი” თავკაცი იყო.

49 წლის სპეციალისტის გუნდის საქმეები პრემიერლიგაში ცუდად მიდის.
,,ასტონ ვილას” სულ 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-19 ადგილზე იმყოფება.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის
272,826 შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსისგან გარდაცვლილია 38,376 ადამიანი.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი