მთავარი საქართველოლეგიონერები ,,შახტარმა” მტერ-მეტოქე კიევის ,,დინამოს” დავით ხოჭოლავას გარეშე სძლია

,,შახტარმა” მტერ-მეტოქე კიევის ,,დინამოს” დავით ხოჭოლავას გარეშე სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი
26 ნახვა

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატი  პრონციპული მეტოქეების დონეცკის ,,შახტარისა” და კიევის ,,დინამოს” დაპირისპირებით განახლდა.

კიევის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართულ ორთაბრძოლაში ნომინალური მასპინძლის სტატუსის მქონე ,,მეშახტეებმა” დედაქალაქელები დაამარცხეს და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

,,შახტარის” მთავარმა მწვრთნელმა კასტრომ დავით ხოჭოლავა მატჩის განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა პრიციპულ შეხვედრაში მოედანზე არ გაიყვანა.

რაც შეეხება კიევის ,,დინამოს”. მათ რიგებში წარმოშობით ქართველმა გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა.

38-ე წუთზე სწორედ, წიტაიშვილის პასით ვიტალი ბუიალსკიმ ,,დინამო” დააწინაურა.

დონეცკელებმა წონასწორობა მყისვე აღადგინეს.  გოლი გაუკრაინელებულმა ბრაზილიელებმა შექმნეს.
ჟუნიორ მორაეშის გადაცემა მარლოსმა შეირგო.

67-ე წუთზე მარლოსმა დუბლი გაიფორმა. მას საგოლე პასი ისევ
ჟუნიორ მორაეშმა გაუკეთა.

74-ე წუთზე ნაღდმა ბრაზილიელმა მარკოს ანტონიომ ,,შახტარი” ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა.

საბოლოოდ, ,,შახტარმა” 3:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში  62 ქულით პირველ პოზიციას იკავებს.
მას მეორე ადგილზე მყოფი ლუგანსკის ,,ზარია” 16 ქულით ჩამორჩება.

კიევის ,,დინამო” კი 46 ქულით მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.

დავით ხოჭოლავას გუნდი მორიგ მატჩს სტუმრად, ,,დესნასთან” 6 ივნისს, ჩაატარებს.

,,შახტარი” (დონეცკი) 3:1 ,,დინამო” (კიევი)
38′ ბუიალსკი (0-1),  39′ 67′ მარლოსი (1-1, 2-1), 74′ ანტონიო (3-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი