მთავარი მსოფლიოგერმანია საფეხბურთო გაკვეთილი ,,დორტმუნდისგან” – ,,ბორუსიამ” აუტსაიდერ ,,პადერბორნს” 6 გოლი გაუტანა

საფეხბურთო გაკვეთილი ,,დორტმუნდისგან” – ,,ბორუსიამ” აუტსაიდერ ,,პადერბორნს” 6 გოლი გაუტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში დორტმუნდის ,,ბორუსიამ” სტუმრად, ღრმა აუტსაიდერი ,,პადერბორნი” დაარცხა და აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიში ლუსიენ ფავრის შეგირდებმა ანგარიში 54-ე წუთზე გახსნეს. გოლი ბელგიელმა ტორგან აზარიმ გაიტანა

სამი წუთის თავზე ,,ბორუსიამ” წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდა.
ჯულიან ბრანდტის გადაცემა ინგლისელმა ფორვარდმა ჯეიდონ სანჩომ გამოიყენა.

72-ე წუთზე მასპინძლებმა გაიბრძოლეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს
რომან ბიურკის კარი პენალტით უვე ჰუნმაიერმა აიღო.

დორტმუნდელებმა ორბურთიანი სტატუსკვო მყისვე აღადგინეს. დუბლი ჯეიდონ სანჩომ გაიფორმა. ბრიტანელს საგოლე პასი ტორგან აზარმა გაუკეთა.

დარჩენილ დროში დორტკუნდის ,,ბორუსიამ” მეტოქე არ დაინდო და ბოლომდე გაანადგურა.

ჯერ იყო და 85-ე წუთზე მაროკოელმა აჩრაფ ჰაკიმმა ანგარიში 4-1 გახადა.

89-ე წუთზე თავი მარსელ შმერცელმაც გამოიჩინა.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მატჩის გმირმა ჯეიდონ სანჩომ ჰეთთრიკი შეასრულა და ,,პადერბორნის” გაცალმტვერებას ცერტილი დაუსვა.

შეხვედრაში მონაწილეობა ნორვეგიელ ჰაალანდს არ მიუღია. მას მცირე ტრაა აწუხებს და მწვრთნელებმა  სამატჩო განაცხადში ვერ შეიყვანეს.

საბოლოოდ, ,,დორტმუნდმა” 6:1 მოიგო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-2 ადგილზე დამკვირდდა.

,,პადერბორნი” კი ფაქტობრივად,
მე-2 ბუნდესლიგაში დაეშვა. გუნდს 17 ქულა გააჩნია და ბოლო ადგილზეა.

,,გლადბახი” 4:1 ,,უნიონი”
17′ ნეუჰაუსი (1-0), 41′ ტიურამი (2-0),
50′ ანდერსონი (2-1), 59′ ტიურამი (3-1), 81′ პლეა (4-1)

,,პადერბორნი” 1:6 ,,დორტმუნდი”
54′ აზარი (0-1), 57′ სანჩო (0-2), 72′ ჰუნმაიერი (1-2), 74′ სანჩო (1-3), 85′ ჰაკიმი (1-4), 89′ შმერცელი (1-5), 90+1′ სანჩო (1-6)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი