მთავარი ვიდეო გოგა ბითაძე: ,,გამიხარდება საქართველოს ნაკრებში ყველა მატჩს თუ ვითამაშებ”

გოგა ბითაძე: ,,გამიხარდება საქართველოს ნაკრებში ყველა მატჩს თუ ვითამაშებ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

ერთადერთი ქართველი, რომელიც ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს, 20 წლის გოგა ბითაძეა. იგი შარშან ,,ინდიანა პეისერსმა”  დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია და გასულ, არასრულ სეზონში, რომლის განახლებაც ზაფხულის ბოლოსკენ იგეგმება, საშუალოდ 8.4 წუთს თამაშობდა. კორონავირუსით გამოწვეული კარანტინის გამო გოგას მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდა და ვიდეოთამაშებთან ერთად “ლეგოს” მშვენიერი ინსტრუქტორიც გახდა. ბითაძემ  კალათბურთის ფედერაციის საიტზე მიცემულ ინტერვიუში  ზემოთაღნიშნულ თემებთან ერთად ,,ნბა-ს სეზონის განახლების ვარიანტებზე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, სერბეთის ძლევით გამოწვეულ სიამაყეზე, სანდრო მამუკელაშვილის ,,ნბა-ში გადასვლის პერსპექტივაზე, ინდიანელ თანაგუნდელებზე და სხვა საინტერესო ამბებზე ისაუბრა.

გოგა ბითაძის ინტერვიუ იხილეთ აქ: https://youtu.be/-4n7oSWPSfQ

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი