მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,ანორთოსისში” შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს

,,ანორთოსისში” შესაძლოა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდეს

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი შესაძლოა თემურ ქეცბაიას გუნდ ფამაგუსტას ,,ანორთოსისში” გადავიდეს. ინფორმაციას ამ ამბის შესახებ კვიპროსული გამოცემა „24sports” ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ესპანური ,,სარაგოსას” საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს უკვე ესაუბრა.
ჯერჯერობით უცნობია შეთანხმდნენ თუ არა მხარეები ურთიერთანამშრომლობაზე.

24 წლის პაპუნაშვილის სატრანსფერო უფლებებს ,,სარაგოსა” ფლობს. ქართველი გასულ წელს იჯარით სანტანდერის ,,რასინგში” თამაშობდა.

ცოტა ხნის წინ ბერძნულ მედიაში ინფორმაცია გიორგი პაპუნაშვილით ათენის ,,პანათინაიკოსის” დაინტერესების შესახებაც გავრცელდა.

გიორგი პაპუნაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2014 წელს შედგა. მას ეროვნულ გუნდში 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ფამაგუსტას ,,ანორთოსისში” ამჟამად გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი,  ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა ირიცხებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი