მთავარი მსოფლიოგერმანია ჯეიდონ სანჩო რასიზმის წინააღმდეგ! – ,,დორტმუნდის” ფორვარდს მაისურზე აშშ-ში პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი წარწერა ეწერა

ჯეიდონ სანჩო რასიზმის წინააღმდეგ! – ,,დორტმუნდის” ფორვარდს მაისურზე აშშ-ში პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი წარწერა ეწერა

ავტორი კახა მიხანაშვილი
8 ნახვა

გერმანიის ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში დორტმუნდის ,,ბორუსიას” ინგლისელმა ფორვარდმა ,,პადერბორნთან” მატჩში ჰეთთრიკი შეასრულა.

ბრიტანელმა გატანილი გოლების შემდეგ პროტესტი გამოხატა. მას ფორმის შიგნით მაისური ეცვა, რომელზეც ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი წარწერა ჰქონდა გაკეთებული.

ფიფა-ს პრესსამსახურმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე
ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც სანჩო საპროტესტო მაიაურით იყო გადაღებული, თუმცა მათ მოგვიანებით ეს პოსტი წაშალეს.
ფოტოების წაშლის შემდეგ ფიფამ ახალი პოსტი გამოაქვეყნა. იქ კი სანჩოს სხვა სურათები დადო.

25 მაისს, მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი პოლიციელის უხეში ქმედებების შედეგად დაიღუპა.
ამ ფაქტმა შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში მასობრივი გამოსვლები და არეულობები გამოიწვია.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი