მთავარი საქართველოლეგიონერები ხვალიდან ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდება – ოთარ კიტეიშვილი საქმეში ზეგიდან ჩაერთვება

ხვალიდან ავსტრიის ბუნდესლიგა განახლდება – ოთარ კიტეიშვილი საქმეში ზეგიდან ჩაერთვება

ავტორი კახა მიხანაშვილი
17 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გაჩერებული მსოფლიო ნელ-ნელა ჩვეულ რითმში ცხოვრებას უბრუნდება.

სხვადასხვა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატების განახლების ფადაწყვეტილება მიიღეს. მაშ შორის გახლავთ ავსტრიაც.

ავსტრიის ბუნდესლიგის გათამაშება 2 ივნისიდან გაგრძელდება.
მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდება.
ავსტრიელები მეზობელი ქვეყნის, გერმანიის გამოცდილებას გაიზიარებენ, სადაც ბუნდესლიგა რამდენიმე კვირის წინ განახლდა და ტურნირი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეკომანდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

კერძოდ, გატანილი გოლის შემდეგ ფეხბურთელებს წარმატების აღნიშვნა თანაგუნდელების ჩახუტებით ეკრძალებათ.
მწვრთნელებს კი 3 შეცვლის ნაცვლად, 5 ცვლილების გაკეთება შეეძლებათ.

ავსტრიის ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი გამოდის. მისი გრაცის ,,შტურმი” ნაპანდემიებს პირველ მატჩს შინ, ,,ვოლფსბურგთან” (ავსტრიის გუნდია, გერმანულში არ აგერიოთ) 3 ივნისს, გამართავს.

კიტეიშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. გრაცელებს ზედა ექვსეულში მოხვედრა და ევროთასების საგზურისთვის ბრძოლა თითქმის განაღდებული აქვთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი