მთავარი მთავარი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური იუბილარია

ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური იუბილარია

ავტორი კახა მიხანაშვილი
71 ნახვა

დღეს, ქართველი ჯუდოკა ოლიმპიური ჩემპიონი ზურა ზვიადაური 39 წლის გახდა.

ზვიადაური პირველი ქართველი სპორტსმენი გახლვათ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველმა ჯუდოკამ წარმატებას ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მიაღწია. ზვიადაურმა ფინალში ისპონელი მებრძოლი ჰიროში იზუმი იპონით დაამარცხა.

ზვიადაურს კარიერაში 2-ჯერ 2001 და 2003 წლებში მსოფლიოს ვიცეჩემპიონის ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
ევროპის ჩემპიონატზე კი 2002 წელს ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

ზურაბ ზვიადაური საქართველოს ნაკრებთან ერთად 3-ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა.
ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო.

,,სპორტერის” რედაქცია ულოცავს ზურაბ ზვიადაურს დაბადების დღეს. უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებას.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი