მთავარი მსოფლიოიტალია ჯენარო გატუზოს და გარდაეცვალა

ჯენარო გატუზოს და გარდაეცვალა

ავტორი კახა მიხანაშვილი
28 ნახვა

,,მილანის” ლეგენდარულ ფეხბურთელს, ამჟამად ,,ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს თავს ტრაგედია დაატყდა.

37 წლის ასაკში მისი და ფრანჩესკა გატუზო გარდაიცვალა.

ჯენაროს დედმამისშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 თებერვლიდან მკურნალობდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს ძალიან გართულდა. ექიმებმა ახალგაზრდა ქალბატონის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ფრანჩესკა გატუზო ვარეზეს პროვინციაში, კერძოდ გალარეტეში ცხოვრობდა. იქ „მილანის“ ყოფილი ნახევარმცველის ოჯახი წლებია კომერციულ საქმიანობას ეწევა.

ლეგენდარულ ჯენარო გატუზოს მშობლიურმა კლუბმა ,,მილანმა” ,,ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე სამძიმარი გამოუცხადა. ,,როსონერიმ” პროფილზე შავი სამკლაურიანი სურათი გამოაქვეყნა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი