მთავარი მსოფლიოესპანეთი სერხიო რამოსი ესპანეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს

სერხიო რამოსი ესპანეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
21 ნახვა

ესპანეთის მთავრობამ პრიმერა დივიზიონის განახლების ვადების, მატჩების განრიგისა და კორონავირუსის  პანდემიის გამო შემოღებული რეკომენდაციების შესახებ ვიდეოკონფერენცია გამართა.

ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას ესპანეთის მთავრობის წარმომადგენლების გარდა ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები და ფეხბურთელებიც იღებდნენ.

მთავრობასთან საუბარი პროტესტის ნიშნად მადრიდის ,,რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა არ ისურვა.

რამოსი  კორონავირუსის პანდემიის დროს ესპანეთის მთავრობის პოლიტიკით უკმაყოფილოა და მათ კრიტიკულ მომენტში მიღებულ გადაწყვეტილებებს არასწორად მიიჩნევს.  ამ ინფორმაციას ,,marca” ავრცელებს.

ვიდეოკონფერენციაში ,,რეალს” რამოსის ნაცვლად დანი კარვახალი წარმოადგენდა. მასთან ერთად მთავრობასთან საჭირბოროტო საკითხებზე ხერარდ პიკე (,,ბარსელონა”), კოკე (,,ატლეტიკო), ასერ ილიარამენდი (,,რეალმა სოსიდეადი”) საუბრობდნენ.

აი რა განაცხადა სერხიო რამოსმა ესპანეთის მთავრობაზე:
,,მთავრობის მიერ ორგანიზებულ
ვიდეოკონფერენციაში მობაწილეობაზე უარი ვთქვი.  კორონავირუსის პანდემიის დროს მათი მუშაობით უკმაყოფილო ვარ და  მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასე გამოვხატე.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის პერიოდში ძალიან ცუდად იმუშავა. მათ ელემენტარულად ვირუსის შესახებ მოსახლეობის დროულად ინფორმირებაც  ვერ შეძლეს, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია.
არ ვეთანხმები, მათი და მთავრობის  მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებასაც.” – განაცხადა ,,რეალის” კაპიტანმა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი