მთავარი მსოფლიოგერმანია ერლინგ ჰაალანდი ,,ჰერტასთან” მატჩსაც გამოტოვებს

ერლინგ ჰაალანდი ,,ჰერტასთან” მატჩსაც გამოტოვებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

დორტმუნდის ,,ბორუსიას” ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი ბუნდესლიგის 30-ე ტურში ,,ჰერტასთან” შეხვედრას გამოტოვებს. ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ გამოცემა ,,Bild” ავრცელებს.

სკანდინავიელს მარჯვენა მუხლის ტრავმა აწუხებს. ამ დაზიანების გამო, მან წინა ტურში ,,პადერბორნთან” მატჩი უკვე გამოტოვა.

ჰაალანდმა ტრავმა მიუნხენის ,,ბაიერნთან” ორთაბრძოლისას მიიღო. ამომავალი ვარსკვლავი შეხვედრის არბიტრს დაეჯახა.

ერლინგ ჰაალანდს ,,დორტმუნდის” ბოლო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.

ან არა და ,,ბორუსიაში” გადასვლის შემდეგ ჰაალანდი გუნდის ლიდერად იქცა. 19 წლის ნორვეგიელს 14 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

დორტმუნდის ,,ბორუსია” ,,ჰერტასთან” შეხვედრას შინ, ,,სიგნალ იდუნა პარკზე” 6 ივნისს, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი