მთავარი მთავარი ჩეხეთის საჩოგბურთო ტურნირზე კაროლინა პლიშკოვამ პირველი გამარჯვება იზეიმა

ჩეხეთის საჩოგბურთო ტურნირზე კაროლინა პლიშკოვამ პირველი გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჩეხმა ჩოგბურთელებმა კორონავირუსის პანდემიისგან შეჩერებული ჩემპიონატების გამო გამოწვეული უქმობა შეწყვიტეს და ადგილობრივ დონეზე ტურნირის ჩატარება გადაწყვიტეს.

,,livescore cup” ტურნირზე სასტარტო ბრძოლა უკვე დასრულდა.

WTA-ს რეიტინგის მე-3 ჩოგანმა კაროლინა პლიშკოვამ, როგორც სჩანს კარანტინის დრო ფორმის შენარჩუნება მოახერხა.

პლიშკოვამ ბარბორა სტრიცოვას 1 საათსა და 14 წუთში  სძლია. მან მოწინააღმდეგეს 2-სეტში 7-5, 6-1 მოუგო.

ტურნირზე 7 საუკეთესო ჩეხი ჩოგბურთელი ასპარეზობს.

პლიშკოვასა და სტრეცოვას გარდა, მათ ჯგუფში კატერინა სინიაკოვა იმყოფება.

მეორე ჯგუფში კი კრისტინა პლიშკოვა, ტერეზა მარტინცოვა,  კაროლინა მუჩოვა და მარკეტა ვონდროუშოვა არიან წარმოდგენილნი.

ტურნირი მაყურებლების გარეშე მიმდინარეობს.  პირველობა WTA-ს ეგიდით არ ტარდება.

ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ჩოგბურთელები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი