მთავარი საქართველოლეგიონერები ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასი ვერ მოიპოვა

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასი ვერ მოიპოვა

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში გადასვლის შემდეგ თავის პირველ ტიტულთან ახლოს იყო, თუმცა უნგრეთის თასის გადამწყვეტ მატჩში დამარცხდა.

ზივზივაძის ,,მეზოკოვესდმა” ფინალურ ორთაბრძოლაში ბუდაპეშტის ,,ჰონვედთან” 1:2 წააგო.

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის თასის ფინალური მატჩი სრულად ჩაატარა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

ანგარიში 33-ე წუთზე ,,ჰონვედის” სერბმა ფეხბურთელმა ჯორჯე კამბერმა გახსნა.

37-ე ზივზივაძის თანაგუნდელებმა წონასწორობა აღადგინეს. გოლი ლაზსიო პეკარმა გაიტანა.

გადამწყვეტი გოლი გატანა კი დედაქალაქელებმა 56-ე წუთზე შეძლეს.
დუბლი ჯორჯე კამბერმა შეასრულა.

,,ჰონვედმა” ისტორიაში უნგრეთის თასი მერვედ აღმართა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი