მთავარი მსოფლიოგერმანია ,,ბრემენელი მუსიკოსები” საკუთარ სცენაზე შერცხვნენ

,,ბრემენელი მუსიკოსები” საკუთარ სცენაზე შერცხვნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

გერმანიის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი ბრემენის ,,ვერდერი” მე-2 ბუნდესლიგაში დაქვეითებასთან ახლოსაა.

24-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში ,,ბრემენელმა მუსიკოსებმა” შინ, ფრანკფურტის ,,აინტრახტს” უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ 61-ე წუთზე ,,აინტრახტი” პორტუგალიელმა ანდრე სილვამ დააწინაურა.

81-ე და 90-ე წუთებზე დუბლი ავსტრიელმა შტეფან ისანკერმა გაიფორმა.

,,აინტრახტმა” აქტივში 3 ქულა მიითვალა და 35 ქულით მე-11 ადგილზე დამკვიდრდა.

ბრემენის ,,ვერდერი” კი 25 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზე იმყოფება.

,,ვერდერი” 0:3 ,,აინტრახტი”
61′ ანდრე სილვა (0-1), 81′ 90′ ისანკერი (0-2, 0-3)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი